თბილისი (GBC) - კრემლში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს მოლაპარაკებებისთვის თებერვლის ბოლოს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დასავლური მედიები ძალიან ბევრს წერენ, ასევე ბევრს წერენ ჩვენი მედიები. შეიძლება ასე იყოს ან, შეძლება არც იყოს“, – თქვა პესკოვმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გარკვეული მომზადება იქნება საჭირო.

ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ თვის ბოლომდე შეხვდება.

თავის გამოსვლაში ტრამპს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, რომელ რიცხვში გაიმართება შეხვედრა.