თბილისი (GBC) – პირველი კვარტალის მონაცემებით გერმანია რეცესიას განიცდის.

ევროპის უდიდესი ეკონომიკა იანვარ-მარტში, წინა კვარტალთან შედარებით 0.3%-ით შემცირდა. Bloomberg-წერს, რომ გასული წლის ბოლო კვარტალში გერმანიაში გამოშვება 0.5%-ით შემცირდა.

ექსპერტები წლის დასაწყისში 0%-იან ცვლილებას პროგნოზირებდნენ, თუმცა რიცხვების მიხედვით გერმანიის ეკონომიკას გაცილებით დიდი პრობლემები აქვს.