თბილისი (GBC) – ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ალეკსანდრ ლუკაშენკო პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს. 

წინასაარჩევნო აგიტაცია 2025 წლის 1–25 იანვრის განმავლობაში გაიმართება.

ლუკაშენკოს „კონკურენციას“ გაუწევენ ინდმეწარმე ანა კანოპაცკი, ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ოლეგ გაიდუკევიჩი და კომპარტიის პირველი მდივანი ალეკსანდრ ხიჟნიაკი.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის 26 იანვარს არის ჩანიშნული.

ალეკსანდრ ლუკაშენკო ბელარუსს სათავეში 1994 წლიდან უდგას.