თბილისი (GBC) – სტამბოლში, ამბარლი–მარპორტის პორტში კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი კონტეინერმზიდი Amnah გადაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო  სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ბორტიდან 15 ადამიანია ევაკუირებული. ავარიის მომენტში ეკიპაჟის სამი წევრი ზღვაში გადახტა და ისინი პორტის ბუქსირის ეკიპაჟმა გადაარჩინა. დანარჩენი მეზღვაურები კონტეინერმზიდის ბორტიდან გაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. ეკიპაჟის ერთმა წევრმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ინციდენტის მიზეზებზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

Amnah 1996 წელს ააშენეს. მისი ბორტის სიგრძე 101 მეტრია, სიგანე კი 18 მეტრი.