თბილისი (GBC) – ასაფეთქებელი ნივთიერებების მწარმოებელ ქარხანაში, თურქეთის ქალაქ ბალიკესირში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, წერს გუბერნატორი ისმაილ უსტაოღლუ.

„ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. ინფორმაციას ვაზუსტებთ“, – ციტირებს მას ტელეარხი CNN Türk.

მედიის მონაცემებით, 12 ადამიანია დაღუპული და სამი დაშავებული.