თბილისი (GBC) – რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ პარასკევის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 18%–დან 19%–მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ბანკში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ინფლაციასთან ბრძოლით განმარტავენ, რომელიც, ბოლო მონაცემებით, წლიურ 9%–ის ნიშნულზეა.

რეგულატორის პროგნოზით, წლის ბოლომდე ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს (6,5–7%) გადააჭარბებს. ამ ფონზე ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთს შემდგომ, ოქტომბრის სხდომაზე, სავარაუდოდ, კიდევ გაზრდის.