თბილისი (GBC) – სომხეთის მთავრობამ ხუთშაბათის სხდომაზე მხარი დაუჭირა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად 75 მლნ ევროს მოცულობის კრედიტის გამოყოფას. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

საკრედიტო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერა 26 ივნისს ჩაინიშნა. კრედიტი კონკრეტულ პროგრამებზე არ იქნება გაწერილი: მთავრობა საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენებს ხარჯებში ამ კრედიტს, რომელიც თავდაპირველად სახელმწიფო ბიუჯეტს შეავსებს. თუმცა, კრედიტის მიზნობრიობაში შედის საბიუჯეტო სისტემის სრულყოფა.

ამასთან დაკავშირებით სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ფრანგულ მხარესთან შეათანხმა გეგმა, თუ როგორ უნდა ამაღლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობა.

სომხეთი მსგავსი კრედიტის აღებას აზიის განვითარების ბანკიდანაც აპირებს.