თბილისი (GBC) – თურქეთის ბოლუს რაიონის სამთო–სათხილამურო კურორტზე მდებარე ერთ–ერთ სასტუმროში ხანძარია, წერს თურქული მედია. თურქეთის შს მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხანძრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 32. 

ბოლუს პროვინციის გუბერნატორმა აბდულალიზ აიდინმა ტელეეთერიდან თქვა, რომ დაღუპულები და დაშავებულები თურქეთის მოქალაქეები არიან.

წინასწარი მონაცემებით, სასტუმროში ხანძარი ადგილობრივი დროით 03:00 საათზე გაჩნდა შვიდსართულიანი სასტუმროს სახურავზე და მალევე მთელი შენობა მოიცვა.