თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი BRICS–ის წევრ ქვეყნებს არანაკლებ 100 პროცენტიანი სავაჭრო დაბეგვრით დაემუქრა. ამის შესახებ მან ორშაბათს საღამოს თეთრ სახლში რამდენიმე განკარგულების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. 

„ჩვენ არანაკლებ 100%–ით დავბეგრავთ იმ ბიხნესს, რომელსაც ისინი აშშ–თან აწარმოებენ. თქვენთვის ხომ ცნობილია, რას წარმოადგენს BRICS? იცით“, – თქვა მან. „ხომ გესმით, რაზე ვსაუბრობ. ამიტომ ეს მუქარაც კი არ არის. წინამორბედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მათ არჩევანი არ დაუტოვეს. მე ვთქვი: „არა, ჩვენ არ დავუტოვებთ მათ არჩევანს“, – დასძინა ტრამპმა.