თბილისი (GBC) - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს პარიზში გამართული შეხვედრის დროს უთხრა, რომ რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია". ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან საუბარი პროდუქტიული იყო.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი - ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პარიზში შეხვედრისას სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი. ვიმეორებ ჩემს მადლიერებას პრეზიდენტ მაკრონის მიმართ მისი ორგანიზებისთვის, ისევე როგორც ჩემს ღრმა მადლიერებას პრეზიდენტ ტრამპისადმი მისი მტკიცე გადაწყვეტილების გამო, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს. ეს სწორი მიდგომაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი საფუძვლიანად იყოს შემუშავებული“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ომის დასასრულებლად საჭიროა ერთიანობა.
„ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც სხვებმა ვერ შეძლეს. ამ ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ერთიანობა - ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოში ყველას ერთიანობა - ვინც აფასებს უსაფრთხოებას, ისევე როგორც ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები. მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია და, შესაძლოა, ჩინეთსაც. ეს არის სიმართლე - მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასასრული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა“, - დაწერა ზელენსკიმ.
There’s a lot of discussion in the media about lowering the draft age for Ukrainians to go to the frontlines. We must focus on equipping existing brigades and training personnel to use this equipment. We must not compensate the lack of equipment and training with the youth of…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 9, 2024