GE EN
სხვა სიახლეები
500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოში 500 Global in Eurasia 2020 წლიდან ტარდება. აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო დონის ექსპერტები უძღვებიან, უკვე  80-ზე მეტი სტარტაპი გადამზადდა. მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება და გახდნენ ვენჩურული ფირმის გლობალური ქსელის წევრები.რატომ უნდა შეუერთდეთ 500 Global in Eurasia-ს?ეს არის 12 კვირიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს, სტარტაპებს  გაუზიაროს საჭირო ექსპერტიზა და დაამყარებინოს ახალი კავშირები, რაც მათ სწრაფ ზრდასა და განვითარებაში დაეხმარება.პროგრამის განმავლობაში, მონაწილეები თბილისში ორ კვირიან ინტენსიურ კურსს გაივლიან ბიზნესის სტრატეგიის, მომხმარებელთა ბაზის განვითარების, მარკეტინგული ზრდისა და პროდუქტის დიზაინის მიმართულებით. მომდევნო რვა კვირის განმავლობაში კი, რომელიც დისტანციურად მიმდინარეობს, სტარტაპები მენტორების ზედამხედველობით ჩაატარებენ ექსპერიმენტებს, რათა საკუთარი სტარტაპის ზრდისთვის  ყველაზე ეფექტური ბიზნეს მოდელი შეარჩიონ. ბოლო ორი კვირა კი ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებას და პრეზენტაციაზე მუშაობას დაეთმობა, რომელსაც სტარტაპები პროგრამის დასრულების შემდეგ,  პოტენციურ ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, ინდუსტრიის ექსპერტებს, მედიის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას დასკვნით ღონისძიებაზე - Demo Day-ზე წარუდგენენ.500 Global-ის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანამშრომლობით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამა 2020 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს ორგანიზაციებს შორის გაფორმდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური გადამზადების კურსი საქართველოში წელიწადში ორჯერ იმართება.პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტარტაპებს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, რომლებსაც აქვთ სურვილი, მიიღონ ცოდნა დარგის ექსპერტებისგან და მოახდინონ ბაზარზე სწრაფი მასშტაბირება.დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს 500 Global in Eurasia.500 Global-ის შესახებ:500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც, 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2 900-ზე მეტ კომპანიას, 80+ ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 35-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 160+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 25 ქვეყნიდან, 150+ წევრს აერთიანებს, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ. 

1738743673

საია: საზოგადოებრივი მაუწყებელი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს საჯარო პოზიციები...

ორგანიზაციის შეფასებით „ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული“.„ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე“, – წერია განცხადებაში.საიას მიაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა.„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა სამშაბათს, 4 თებერვალს დაწერა, რომ იგი 18 საათიან მოამბეს აღარ წაიყვანს.ტელეწამყვანი ავრცელებს პირველი არხის ოფიციალურ პოზიციას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულის მიზეზად სახელდება „მოამბის“ პროდიუსერების მიერ ივანოვ-ჩიქოვანთან თანამშრომლობაზე უარის თქმა.ტელეწამყვანი წერს, არხის ოპიციალური პოზიციით „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება  საინფორმაციო გამოშვება „მოამბეს" წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება.“„მე აღარ მიმყავს მოამბე 18:00 საათზე. ოფიციალური პოზიცია – როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე „მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც „მოამბე”-ს წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს  შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის  მიზნით,  გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბე”-ს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება“,- წერს ჩიქოვანი.მაია ჭუჭულაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერმა სამშაბათს თქვა უარი ამ პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე, რომლის წამყვანიც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანია.„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა არის ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი, ამ სხდომებზე ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენაა, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ქვეშ არის ეკა შონია და მერე უკვე ალბათ დანარჩენი ყველა ჩვენ. ეს ძალიან მარტივი თემაა რაც, მეტ-ნაკლებად ტელევიზიასთან შემხებლობაში ვინც არის, იმან იცის, რომ ეკა შონია, თავისით, ასე გავლენას ვერ განახორციელებს აბსტრაქტულად, თუ რამე გავლენა უნდა განახორციელოს, მან დავალება მინიმუმ უნდა მოგვცეს ჩვენ, აქ მსხდომ პროდიუსერებს.ჩვენ მერე ეს უნდა ვუთხრათ წამყვანს, ჟურნალისტს და ასე შემდგომ, თუ თქვენ, ან ვინმე, საინფორმაციო სამსახური, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც, ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე ოდესმე მისთვის მითხოვია პირობითად ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი. მაგრამ თქვენ ასეთ ადამიანს მოამბის საინფორმაციო სამსახურში, უბრალოდ ვერ ნახავთ“, – თქვა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

1738742578

საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებელს დაუბრუნდა

ამასთან, ტურისტების ყველაზე მკვეთრი აღდგენა პირველ კვარტალში დაფიქსირდა, ხოლო მომდევნო კვარტლებში აღდგენის დინამიკა შედარებით შესუსტდა - 2024 წლის აღდგენა 2019 წელთან შედარებით კვარტალურად შემდეგნაირად ნაწილდება: 106.4%, 95.2%, 100.3% და 100.8%. აღნიშნული შენელება პოლიტიკურმა არასტაბილურობამ განაპირობა, რაც განსაკუთრებით აისახა ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობის შენელებაზე. კერძოდ, 2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 40.9%-ით გაიზარდა, ხოლო დანარჩენ კვარტლებში კი საშუალოდ 1.8%-ით ჩამორჩებოდა წინა წლის მაჩვენებლებს. ჯამურად, 2024 წელს საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა ძირითადად აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა, მათ შორის ისრაელიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან, საუდის არაბეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.შემოსავლები ტურიზმიდანგალტ&თაგარტის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ 4.4 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან, რაც წინა წელთან შედარებით 7.3%-იანი ზრდაა. 2024 წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდაში ძირითადი კონტრიბუტორები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები იყვნენ. კერძოდ, ტურისტული შემოსავლები წლიურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელიდან, ირანიდან და საუდის არაბეთიდან, შესაბამისად 41.6%, 17.9% და 21.2%-ით. შემოსავლების ზრდაში ასევე მნიშვნელოვანი წვლილი აზიის ბაზრებმა, განსაკუთრებით ჩინეთმა და ინდოეთმა შეიტანა მაშინ, როცა თითქმის ყველა ტრადიციული ბაზრიდან  მიღებული შემოსავალი შემცირდა. ისტორიულად, ტურიზმის შემოსავლების ყველაზე მსხვილი წყარო რუსეთია, თუმცა 2024 წელს რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავალი წლიურად 2%-ით შემცირდა 850 მილიონ აშშ დოლარამდე.2025 წლის მოლოდინებიგალტ&თაგარტის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს 5.3 მლნ ტურისტი ეწვევა საქართველოს, იმ დაშვებით, რომ მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა ძირითადად პირველი კვარტლის ტურისტულ ნაკადებზე აისახება. ამასთან, მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, გალტ&თაგარტი არც პესიმისტურ სცენარში პროგნოზირებს ტურისტული ნაკადების მკვეთრად შემცირებას, აზიის ბაზრებიდან მზარდი ნაკადების გათვალისწინებით. რაც შეეხება შემოსავლებს, გალტ&თაგარტის პროგნოზით, 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარის დონეზეა მოსალოდნელი. ამასთან, ტურიზმისთვის პოზიტიური ფაქტორი იქნება აზერბაიჯანის მხრიდან სახმელეთო საზღვრის მოსალოდნელი გახსნა. 

1738742008

პენიტენციური: მზია ამაღლობელი „ვივამედში“ რჩება დაგეგმილი კვლევების ჩა...

„ბრალდებული მ.ა. სამოქალაქო სექტორის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე.ბრალდებული მ.ა., ამ ეტაპზე, რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.უწყების თქმით, განხორციელებული რეფერალის საჭიროების შესახებ ინფორმირებული იყო ბრალდებულის უფლებადამცველი.დამოუკიდებელი მედია „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 25-ე დღეა, შიმშილობს.ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელი იყო. ზოგიერთი იურისტი ფიქრობს, რომ ჟურნალისტისთვის ბრალდებად წარდგენილი მუხლი მის ქმედებას არ შეესაბამება.

1738738991

კომიტეტმა ოპოზიციის 49 დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭი...

ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და მანდატის შეწყვეტა მოითხოვეს.მათ მიმართვები ნოემბერში შეიტანეს, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ საშემოდგომო სესია ისე დახურა, ეს საკითხი არ განუხილავს.მანდატის შეწყვეტაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი პლენარულ სხდომაზე მიიღებენ.იმსჯელებენ შემდეგი პირების უფლებამოსილების შეწყვეტაზე: მარიკა არევაძე ლაშა ბაქრაძე თინა ბოკუჩავა საბა ბუაძე გიორგი ბუტიკაშვილი გრიგოლ გეგელია ანა გოგოლაძე სოფო გოლეთიანი ანა დოლიძე გიორგი ვაშაძე თენგიზ თევზაძე ქეთი თურაზაშვილი გიორგი იმედაშვილი გიორგი კირთაძე ცოტნე კობერიძე მაია კოპალეიშვილი თამარ კორძაია ირაკლი კუპრაძე თამარ ლალიაშვილი გიგა ლემონჯავა ნანა მალაშხია ნიკა მელია კობა ნაყოფია ანა ნაცვლიშვილი რამაზ ნიკოლაიშვილი კახა ოქრიაშვილი დათუნა რაქვიაშვილი სალომე სამადაშვილი ხათუნა სამნიძე ლევან სამუშია ირაკლი ფავლენიშვილი ანი ქავთარაძე ოქტაი ქაზუმოვი ბორის ყურუა ფიქრია ჩიხრაძე პეტრე ცისკარიშვილი ლევან ცუცქირიძე გიგი წერეთელი ანა წითლიძე ივა ჭყონია ლევან ხაბეიშვილი მამუკა ხაზარაძე ეკა ხერხეულიძე ირაკლი ხვადაგიანი ელენე ხოშტარია ბადრი ჯაფარიძე გია ჯაფარიძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოფო ჯაფარიძე

1738738421

კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა

ვიზიტის ფარგლებში 5-6 თებერვალს, გაიმართება კობახიძის შეხვედრა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში "ქართული ოცნების" მიერ დანიშნული მინისტრები არიან. მათ შორის: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

1738737970