თბილისი (GBC) – დღეიდან, 1–ლი აპრილიდან, CHINA2GEORGIA ახალ მარშრუტს ჩინეთთან ერთად ჰონკონგიდანაც ხსნის. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ჩინეთისგან განსხვავებით, ჰონკონგის აეროპორტიდან შესაძლებელია გამოიგზავნოს აქამდე აკრძალული პროდუქცია: ელემენტები, powerbank-ები და სხვადასხვა სახის ელექტრონული პროდუქცია, რომელიც ელექტრო ენერგიით იმუხტება. 

შესაბამისად, ჩინეთის ამჟამინდელ საწყობში მიღებული პროდუქცია დახარისხდება და ორი სხვადასხვა მარშრუტით ავტომატურად გამოიგზავნება.

2024 წლის 31 მაისის ჩათვლით, ჩინეთის მსგავსად, ჰონკონგიდან გამოგზავნაზეც იმოქმედებს სააქციო ტარიფი: 1კგ - $8 (მოცულობითი წონის გათვალისწინებით).

კომპანიის ცნობით, მათ, ვისაც ამჟამად მსგავსი სახის აკრძალული პროდუქციის ტრანსპორტირება შეჩერებული აქვს, კომპანია ელფოსტაზე დამატებით დაუკავშირდება, რათა პროდუქციის გადმოგზავნა ჰონკონგიდან ძველ ამანათებსაც შეეხოს.