თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 1 ოქტომბერს 3.3-წლიანი 50 მლნ ლარის (18.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმ არკ ბონდები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 1.7-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.101პპ-ით შემცირდა და 8.351% შეადგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 1 ოქტომბერს 6-თვიანი 20 მლნ ლარის (7.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ბონდები გაყიდა.

ამასთან, მოთხოვნა 2.5-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.081პპ-ით შემცირდა და 7.790% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 8 ოქტომბერს, სადაც 1-წლიანი 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები და 10-წლიანი 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.