თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში ხორბლის ფასი თვიურად 0.9%-ით შემცირდა. კიევის განცხადებით, რუსულმა რაკეტამ უკრაინული ხორბალმზიდი დააზიანა შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში. 

რუსეთის მიერ ხორბლის საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არახალია, თუმცა დატვირთულ-დაძრულ გემზე თავდასხმა პირველად მოხდა. შემთხვევამ ხორბლის ფასი გაზარდა, მაგრამ მალევე ისევ დაიკლო, რადგან მიწოდება შეუფერხებლად გაგრძელდა.

გალტ & თაგარტის ინფორმაციით,  ამასთან, მსხვილ მწარმოებლებში ცუდი ამინდი და ჩინეთში დაბალი მოთხოვნა ერთმანეთს მეტ-ნაკლებად აბალანსებს. თუმცა, სამომავლოდ მოთხოვნა-მიწოდების დინამიკის აცდენა ფასებს მარტივად შეცვლის.