თბილისი (GBC) - პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია ოთხშაბათს, 25 სექტემბერს თავად პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა, რომელიც სიის პირველ ნომერია.

ამასთან, 25 სექტემბერს გამართულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური; დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ.

გიორგი გახარიამ ღონისძიებაზე 29 კანდიდატი წარადგინა:

  • გიორგი გახარია;
  • ნათია მეზვრიშვილი;
  • დიმიტრი ცქიტიშვილი;
  • კახაბერ ქემოკლიძე;
  • ზვიად ძიძიგური;
  • ზაზა თავაძე;
  • ანა ბუჩუკური;
  • ბერდია სიჭინავა;
  • როინ ქოჩორაშვილი;
  • ბექა ლილუაშვილი;
  • თეონა აქუბარდია;
  • ლევან გოგიჩაიშვილი;
  • გიგა ფარულავა;
  • გელა აბულაძე;
  • შალვა კერესელიძე;
  • თამარ ხვედელიანი;
  • ელგუჯა ხოკრიშვილი;
  • ვიკა ფილფანი;
  • კახა ნურალიძე;
  • სოფო ხორგულანი;
  • ჯემალ ანანიძე;
  • რუსუდან თევზაძე;
  • ქეთევან ბაკარაძე;
  • მალხაზ თორია;
  • ვატო ფაჩულია;
  • ერეკლე დუმბაძე;
  • სალომე კობალაძე;
  • გოჩა ტყეშელაშვილი;
  • აკაკი გვიანიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ სიაში ასევე არიან მიხეილ დაუშვილი და გიორგი შარაშიძე.

პარტიამ დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე წარადგინა თავისი სლოგანი. სლოგანი გახლავთ შემდეგი: "ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ".

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ინიციირებულ "ქართულ ქარტიას" ხელი მოაწერა პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგია გახარიამ.

ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კი 26 ოქტომბერს გაიმართება.

დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.