თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 10–14 მარტის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა თვესთან შედარებით, სოლიდურ ზრდაშია, ხოლო წინა კვირასთან შედარებით უმნიშვნელო მინუსშია გასული თიბისი ბანკის ჯგუფი.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 56.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.49% წინა კვირასთან შედარებით და +8.06% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 249 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 51.10 - 56.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 52 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 43.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.57% წინა კვირასთან შედარებით და +8.29% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 575 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.55 - 44.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 111 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 15.20 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.74% წინა კვირასთან შედარებით და +23.58% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 451 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 14.38 - 15.22 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 86 ათასი აქცია შეადგინა.