თბილისი (GBC) - ოქტომბერში სესხები წლიურად 18.6%-ით გაიზარდა. წინა თვესთან კლებაა რაც მეტწილად უცხოური ვალუტის დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელებამ განაპირობა. 

სებ-ის მიმოხილვით, საანგარიშო თვეს ლარით დაკრედიტება წლიურად 24%-ით გაიზარდა და მთლიანი სესხების ზრდაში 13.2 %პ წვლილის შეიტანა.

,ამასთან აჩქარდა იპოთეკური დაკრედიტებაც,  რომლის წვლილი  მთლიანი ზრდაში 2.7 %პ -ია. წლიური ზრდა 13%.1%-ია, მ.შ. ლარის იპოთეკის წვლილი 14.54%-ია (უცხოურ ვალუტაში კლებაა -1.44%-ით).

ყველაზე მზარდი მაინც სამომხმარებლო სესხები რჩება.  წლიურ 26.67%-იან მატებაში ლარის  წვლილი 26.02%-ია.

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 162.4 მლნ ლარით, 790.1 მლნ-მდე გაიზარდა. 36.2% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ბანკები საკრედიტო დაბანდებით 

           

10m/24 მლრდ

   წილი

თიბისი

 23 666 903

38,68%

საქართველოს ბანკი

 22 976 364

37,55%

ლიბერთი

  3 546 704

    5,8%

ბაზისბანკი

  2 853 437

    4,7%

კრედო

  2 407 073

    3,9%

ტერაბანკი

  1 419 731

    2,3%

პროკრედიტ ბანკი

  1 370 878

    2,2%

ქართუ

  1 055 199

    1,7%

წყარო: სებ-& BRG                   

 %

 

 

ToP ბანკების  მილიარდზე მეტი პორტფელით