თბილისი (GBC) - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს; "ევროპის საბჭო გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ჯანსაღ დემოკრატიულ დებატებს მხარს უჭერს".

„ინსტიტუციური შეხვედრების წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან აზრთა ღია და სიღრმისეულ გაცვლას ჰქონდა ადგილი“, - წერს ალან ბერსე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე თბილისში დღეს, 18 დეკემბერს ჩამოვიდა.

ევროპის საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პირობების უზრუნველყოფა, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით.

ალან ბერსე საქართველოში შეხვდება ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, მიხეილ ყაველაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს, ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს.