თბილისი (GBC) - საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 18 დეკემბერს, თბილისის დროით 11:30 საათზე გამოვა.

ევროპარლამენტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ 2024 წლის ოქტომბრის სადაო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები, რომელშიც მმართველმა პარტიამ, გამარჯვების შესახებ განაცხადა, იყო თაღლითური და მოპარული.

2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტარებმა უარყვეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგი და მოითხოვეს  ხელახალი ჩატარება წლის განმავლობაში.

ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ვადა 29 დეკემბერს ეწურება და "ოცნების" ახალი მოწვევის პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მის მემკვიდრედ მიხეილ ყაველაშვილი დანიშნა.