თბილისი (GBC) - პატრული არის გარდაცვლილი; კრიმინალური პოლიცია არის "მხედრიონი";  ნიღბებიანთა დაჯგუფება კი რუსული არმია, ნიჩბების გარეშე. ტოტუშკას და პოლიციის შორის ზღვარი მოშლილია, -

პატიმრობიდან ახლადგათავისუფლებულმა ნიკა გვარამიამ, TV მთავარზე, მომიტინგეების მიმართ ამ დროის ძალადობის პარალელები კახა თარგამაძის მინისტრობის დროინდელთან გაავლო. აღნიშნა, რომ სისასტიკის ხარისხის ნიშნით, მღებრიშვილი "ყინწვისის ანგელოზია".

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, მოძალადეების ამნისტირება მიუღებელია. ეს არ არის სახელმწიფო ინტერესებში.

გვარამიამ სადამსჯელო დაჯგუფებებში დაქირავებულ პირთა მონაწილეობაზეც აღნიშნა. მისი ინფორმაციით, ჯალათებს შორის მისი კლასელებიც არიან და მალე გამოაშკარავებს ყველა უმუშევარს, რომელიც დღეში 1 000 ლარად თანამემამულეებს უსწორდება. 

მან ხარებას შეშფოთებაზეც აღნიშნა, რომელიც უკმაყოფილოა, რომ ხალხის წამებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ მას უწევს, ბრალდება ის რაც შინჯიკაშვილის და "მოხალისეთა" ჩადენილია.

გვარამიას თქმით, პროტესტი გახდა სოციუმი. შინაგანი სამოქალაქო ვალდებულება, რაც აღარ შეიცვლება. ეს არ და ვერ გაქრება. შიში გარდაიქმნა ერთადერთ ენერგიად - ბრაზად, რომელიც შიშს ამარცხებს. 

ერთი გზაა მხოლოდ , გზა გამარჯვებისკენ. რეპრესირებული მანქანა გაძლებაზეა, სამოქალაქო საზოგადოება დათმობას არ აპირებს.