თბილისი (GBC) – ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში სამშაბათს გამართულ პრეს–კონფერენციაზე ფეხბურთელ შოთა არველაძის მიერ აქციაზე აქციაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „ხელისუფლება არ უსმენს  ხალხს“. „მოვიდეს შოთა არველაძე, წამოიყვანოს, ვისი კომპეტენციისაც სჯერა, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, აქვე ვაკეთებ ამ შეთავაზებას“, – განაცხადა კობაზიძემ

პრემიერის თქმით, ყველა გაურბის დისკუსიას და მიზეზი არის ის, რომ მათ იციან, სად არის სიმართლე.

„რამდენჯერაც გავაკეთე ასეთი განცხადება, იმდენჯერ მივიღე დუმილი პასუხად. მიზეზი არის მარტივი - სიმართლე სადაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ, ვიღაცებს აქვს ეს პოლიტიკური, რაღაც რელიგიური რწმენა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია არიან უკეთესები. ამ რწმენას რა შეიძლება ვუყოთ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ კიდევ ერთხელ, საჯარო დისკუსია ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ ამ ადამიანებს, უკვე ორ კვირაზე მეტია, თუმცა, ვხედავთ, რომ ჩვენს ოპონენტებს ზუსტად ისე ეშინიათ ამ დისკუსიის, როგორც ეშმაკს ჯვრის", - განაცხადა პრემიერმა.