თბილისი (GBC) - კრედიტინფოს ინფორმაციით, სექტემბერ-ნოემბერში გზავნილების რეგისტრაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ბენეფიციარებმა 1.8 მლნ ერთეული გზავნილი დაარეგისტრირეს.მთლიანი მოცულობით 780 მლნ აშშ დოლარი. 

სულ, 13 მილიონზე მეტია გატარებული. ამ დროისთვის ჯამური ვალდებულებები 5.807 მლრდ აშშ დოლარია.

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზას, გზავნილებზე ინფორმაცია, 01.03.2023 -დან დაემატა.რეგისტრაცია ბენეფიციარის სურვილით ხდება და გზავნილის მიმღებთა 95% კრედიტინფოსთან თანამშრომლობას არჩევს.

სულ, უნიკალურ პირთა რაოდენობა 300 000 -მდეა.

ბაზის გაფართოება ემსახურება სესხზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, გზავნილების მიმღები პირებისთვის.

რეგულირების წესში სებ-მა ცვლილებები 2022-ის შემოდგომაზე შეიტანა (03/2023-დან ამოქმედდა) და გზავნილის მიმღებს, ბანკის, მისოს, სგს თუ psp-ის მომხმარებელს, თუ უნდა, ბიუროს მიაწოდებს ინფორმაციას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერები (PSP) კრედიტინფოს, წელს, მარტიდან მიუერთდნენ.

წყარო: BRG