თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $23.4 მლნ შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი $6.56 მლნ იყო (გაიზარდა 7.8%-ით), ხოლო იმპორტი $16.86 მლნ (გაიზარდა 8.1%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს $10.3 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 44%-ია.