თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.1%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 22%-იანი კლებით, რამაც შესაბამისად, -7.36პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

საქსტატის მონაცემებით, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 0.6%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულების 5.8%-იანი მატებით, რაც 1.88პ.პ-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 5.3%-ით შემცირდა, ხოლო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულება 0.05%-ით, რამაც, შესაბამისად, -1.25 და -0.05პ.პ შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.