თბილისი (GBC) - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს მშენებლობაზე გაცემულია 12 080 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.1%-ით მეტი) 12 040.4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 28.4%-ით მეტი) შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნებართვების 73.5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.8% მოდის ქ. თბილისზე, 10.5% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 8% - კახეთის რეგიონზე.
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.
ამასთან, 2024 წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3 245.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 1.4%-ით ნაკლები) 3 604 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 13.3%-ით მეტი).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 36.2% მოდის ქ. თბილისზე, 13.2% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.7% – კახეთის რეგიონზე და 7.7% – იმერეთის რეგიონზე.