თბილისი (GBC) – ყაზბეგში, მყინვარწვერისკენ მიმავალ გზაზე, ორი მთამსვლელი დაიღუპა. დაღუპულები რუსეთის მოქალაქეები არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, შემთხვევა 5 ოქტომბერს მოხდა. დამატებითი დეტალები უცნობია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის კვალიფიკაციით დაიწყო. სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლი სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ტრაგიკულად დასრულდა 5 რუსი ალპინისტისთვის ჰიმალაის მთებში, დჰაულაგირის მთაზე ასვლის მცდელობა. The Himalayan Times–ის ცნობით, აღნიშნული მთის შემოფრენის დროს მაშველებმა რუსი ალპინისტების ცხედრები აღმოაჩინეს.

ალპინისტებთან კავშირი მას შემდეგ გაწყდა, რაც ბოლო ბანაკი დატოვეს და მწვერვალისკენ გაემართნენ. გამოცემის ინფორმაციით, რუსი ალპინისტები დაახლოებით 7600 მეტრის სიმაღლეზე მოწყდნენ. ჰიმალაის მთებში 5 რუსი ალპინისტის დაღუპვას რუსეთის ალპინისტთა საზოგადოებაში ადასტურებენ.