თბილისი (GBC) - ქართული ღვინის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველა კომპანიას, რომელიც ახორციელებს ღვინის ექსპორტს და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს. 

მიმდინარე წლის პროგრამის სიახლეები:

1. კომპანიას შეუძლია მოითხოვოს 300 000 ლარამდე ანაზღაურება მის მიერ შერჩეულ 2 რეგიონზე ან კვლავინდებურად გააკეთოს განაცხადი ჯამურად ყველა რეგიონში ექსპორტირებულ ღვინოზე.
2. ანაზღაურების მისაღებად აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოებული აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული არაუმეტეს მეოთხე კატეგორიის პირის მიერ, ხოლო მცირე ზომის მარნის შემთხვევაში არაუმეტეს მეხუთე კატეგორიის პირის მიერ გაცემული ანგარიში შესაბამის საანგარიშო პერიოდებში გაწეული მარკეტინგული ხარჯების ოდენობების შესახებ.

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წარმოადგინოთ:

  • შევსებული განაცხადის ფორმა;
  • უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
  •  ცნობა ან/და შედარების აქტი სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან დავალიანების არქონის შესახებ;
     საბანკო რეკვიზიტები; 

განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 აგვისტომდე.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს.