თბილისი (GBC) - კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით სტუდენტთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს კურორტების განვითარების მომავალი“ გაიმართა.
საკურორტო ინდუსტრიის განვითარებაზე, მოხსენებებით საუკეთესო თეზისის ავტორი 18 სტუდენტი წარდგა.
„სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებით, კურორტების განვითარების სააგენტომ შექმნა ყოველწლიური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ სექტორის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების გაზიარება.
ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჩატარდა და მას პროფესორ-მასწავლებლები, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტებიდან 100-ზე მეტი სტუდენტი და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.