თბილისი (GBC) – შვეიცარიის დავოსში დღეს, 20 იანვარს იწყება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. გლობალური ღონისძიება 24 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
Euronews–ის ცნობით, წლევანდელი ფორუმის თემაა „თანამშრომლობა ინტელექტუალური ეპოქისთვის“.
ფორუმის მონაწილეები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორებიცაა გეოეკონომიკური გაურკვევლობა, ხელოვნური ინტელექტი, ზრდის გადაფასება და პლანეტის გადარჩენა.
ღონისძიებაში 130–ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 3 000 ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60 ქვეყნის პირველი პირები. გავლენიან ლიდერებს შორის იქნებიან აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომლის ინაუგურაციაც დღეს შედგება, ასევე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპის კომისიის პრეზიდენტი.
ცნობილია, რომ ფორუმში მონაწილეობას 1 600–ზე მეტი ბიზნეს ლიდერი მიიღებს, მათ შორის 900 იქნება წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები.
უკრაინის პრეზიდენტი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით 21 იანვარს მიმართავს.
საქართველოს ხელისუფლება დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ამჯერად არ მიიწვიეს.