თბილისი (GBC) – მსოფლიო ბანმა $150 მლრდ გამოყო უახლოესი 10 წლის განმავლობაში კლიმატური პროექტების დასაფინანსებლად. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტმა მდგრადი განვითარების საკითხებში იურგენ ფოგელმა განაცხადა ბაქოში, COP29–ის ფარგლებში გამართულ პანელზე „გლობალური საფინანსო სისტემა: კლიმატური აქტივობის დაფინანსების გაფართოება“.
„მსოფლიო ბანკი 10 წლის განმავლობაში კლიმატურ პროექტებს $150 მლრდ–ით დააფინანსებს. განვითარებად ქვეყნებს 2030 წლამდე ყოველწლიურად $2,4 მლრდ დასჭირდებათ ნახშირბადის გაზების გაფრქვევის შესამცირებლად და სამომავლო რისკებისთვის მოსამზადებლად“, – თქვა ფოგელმა, რომელსაც უცხოური მედია ციტირებს.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკმა 2023 წელს განვითარებად ქვეყნებს #43 მლრდ გამოუყო. ამასთან, ბანკმა ახალი ინსტრუმენტი დანერგა, რომელიც დაფინანსების მიმღებ ქვეყანას კლიმატის ცვლილებებს ფაქტორებთან ბრძოლას ავალდებულებს.