თბილისი (GBC) - ენერგეტიკულმა გიგანტმა BP-მ პირველი კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მისი მოგება $5 მილიარდს აღწევს. ეს მონაცემი გასული წლის მოგებას ვერ აღემატება ($6.2 მლრდ), თუმცა ენერგოგიგანტი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა.

ბრიტანელი ლეიბორისტები მოითხოვენ სათანადო „მოულოდნელი“ გადასახადების დაწესებას ენერგოკომპანიებზე. ლეიბორისტების ლიდერი კირ სტარმეის განცხადებით კომპანიებმა რა თქმა უნდა მოგებაზე უნდა იმუშაონ, რადგან ინვესტიციები განახორციელონ. თუმცა მისი განცხადებით ეს არის მოგება,რომელსაც ისინი „არ ელოდნენ“.

BP-მ შარშან რეკორდული მოგება დააფიქსირა. ეს მოგება განპირობებული იყო, რუსეთ-უკრაინის ომისგან გამოწვეული საწვავის გაზრდილი ფასითა და მოთხოვნით. ექსპერტები აცხადებენ, რომ მოგების ამხელა მაჩვენებელი დროებითია და წლის ბოლომდე დასტაბილურდება, რადგან წელს საწვავის ფასი უკვე შემცირდა და სამომავლოდ, იგი გააგრძელებს კლების ტენდენციას.