თბილისი (GBC) - ეგვიპტეში, ჰურგადასთან, წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ხომალდი ჩაძირა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა მგზავრი.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე სულ 40-მდე ტურისტი იმყოფებოდა. რამ გამოიწვია ხომალდის ჩაძირვა, ამ ეტაპზე უცნობია.

ეგვიპტეში რუსეთის საელჩომ Reuters-ს განუცხადა, რომ მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათივე თქმით, ბორტზე ყველა ტურისტი რუსი იყო.

როგორც მედია წერს, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.