თბილისი (GBC) – სომხეთი თურქმენეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, „თურქმენგაზის“ მიერ „ცისფერი საწვავის“ მიწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში სომხეთი თურქმენულ გაზს ირანის გავლით მიიღებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერის მრჩეველმა არტაშეს თუმანიანმა სომხეთ–თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მეათე სხდომის ფარგლებში განაცხადა. 

თუმანიანის თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის დელეგაციებმა არაერთი ვიზიტი გამართეს თურქმენეთში, სადაც ენერგეტიკის საკითხებზე რამდენიმე პროექტს განიხილავდნენ.

გეგმის თანახმად, სომხეთისგან თურქმენეთიდან SWOP სქემით, ირანის გავლით, წელიწადში 600 მილიონიდან 1 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი უნდა მიიღოს.

სომხეთი ბოლო 35 წლის განმავლობაში მხოლოდ რუსულ გაზზეა დამოკიდებული, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ტრანზიტული მილსადენით იღებს.