თბილისი (GBC) – პარიზის აეროპორტში Telegram–ის დამფუძნებლის პაველ დუროვის დაპატიმრება მისი მესინჯერისთვის უფასო რეკლამა აღმოჩნდა. Techcrunch–ის მონაცემებით, Telegram ყველაზე ჩამოტვირთვადი სოციალური ქსელი გახდა App Store–ში საფრანგეთში, ხოლო აშშ–ში მეორე ადგილზეა. ბოლო დღეებში გლობალურად Telegram–ის ჩამოტვირთვები 4%–ით გაიზარდა.
აშშ–ში ჩამოტვირთვად აპლიკაციებს შორის Telegram მეთვრამეტე ადგილიდან მერვეზე დაწინაურდა, წერს Appfigures.
საფრანგეთის პროკურატურა დუროვს 12 დანაშაულში ამხელს: ონლაინ პლატფორმის ადმინისტრირება უკანონო გარიგებებისთვის, ძალოვანი ორგანოების მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა, არასრულწლოვნების პორნოს შენახვასა და გავრცელებაში თანამონაწილეობა, ნარკოტიკების გადატანასა და გაყიდვაში თანამონაწილეობა, კიბერდანაშაულები, ჯგუფური თაღლითობა და ფულის გათეთრება.
Telegram-ს მსოფლიოში თითქმის 1 მლრდ მომხმარებელი იყენებს.