თბილისი (GBC) – რუსეთმა უკვე ჩამოწერა აფრიკის ქვეყნების დავალიანება, რომელთა ჯამუი მოცულობა $20 მლრდ–ს შეადგენდა. ამის შესახებ რუსულ სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს TACC რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის ქვეყნებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა უთხრა.
„დაახლოებით $20 მილიარდი ჩამოვწერეთ. ჩვენ გვაქვს რეფინანსირების პროგრამა, რათა ვალების ფოკუსირება განვითარების პროექტებზე მოხდეს“, – თქვა ბოგდანოვმა და აღნიშნა, რომ ამ სახსრებს აფრიკის ქვეყნები სოციალურ–ეკონომიკურ პროექტებს მოახმარენ.
გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა აფრიკის ქვეყნებისთვის $23 მილიარდიანი ვალის ჩამოწერის შესახებ განაცხადა.