თბილისი (GBC) – ბოსფორის სრუტეში, რომელიც სტამბოლს ევროპულ და აზიურ ნაწილებად ყოფს და ერთადერთი გამტარია საქართველოს პორტებისთვის, ძლიერი ნისლის გამო დროებით ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს საზღვაო საკითხების დეპარტამენტმა გაავრცელა.

„ხომალდების გადაადგილება ორივე მიმართულებით 12 თებერვალს ადგილობრივი დროით 03:10 საათზე შეწყდა ძლიერი ნისლის გამო. მოძრაობა მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დიდთოვლობის გამო სტამბოლის რამდენიმე რაიონში სკოლებიც დაიხურა. სტამბოლის ევროპულ ნაწილში მდებარე საერთაშორისო აეროპორტში რეისების შეფერხებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ვრცელდება.