თბილისი (GBC) – კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10%–ით გაიზარდა, რასაც ცენტრალურმა ბანკებმა მისცეს ბიძგი, წარს Business Insider.

ფედრეზერვმა საპროცენტო განაკვეთი ერთბაშად 50 საბაზისო პუნქტით დასწია, რითაც უალ–სტრიტის ინდექსები რეკორდულ მაქსიმუმებზე აიყვანა. ამასობაში, ყველასთვის მოულოდნელად, იაპონიის ბანკმა უარი თქვა საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე, ანალოგიურად მოიქცა ინგლისის ბანკიც.

ტრეიდერების თქმით, მაკროეკონომიკური მონაცემები სარისკო აქტივებისადმი, ბიტკოინის ჩათვლით, უახლოეს თვეებში ოპტიმიზმის საფუძველი იქნება.

ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტში 1 ბიტკოინი $63 605,8 ღირდა.