თბილისი (GBC) –  რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინის შტატში დემოკრატ კამალა ჰარისს სამშაბათს გამართულ არჩევნებში მოუგო და Edison Research–ის პროგნოზის თანახმად, კიდევ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა თეთრ სახლს. 

არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ უცნობია ექვს სხვა შტატში. თბილისის დროით 09:00 საათისთვის ტრამპს 230 ხმა ჰქონდა დაგროვილი, კამალა ჰარისს – 169.გასამარჯვებლად სულ მცირე 270 ხმის მოპოვებაა საჭირო.

ამასთან, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატშიც მოიპოვა უმრავლესობა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ვირჯინიასა და ოჰაიოში დემოკრატებს ადგილები წაართვა. რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, რომელშიც რესპუბლიკელებს უმნიშვნელო უპირატესობა აქვთ, ამ დროისთვის პარიტეტი ნარჩუნდება.