თბილისი (GBC) – დოლარი ოთხშაბათს მკვეთრად მყარდება, ამავე დროს ბიტკოინმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა: ინვესტორები ტრამპის გამარჯვებაზე დებენ ფსონებს მას შემდეგ, რაც აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგების შეფასებები გამოჩნდა.

დოლარის ინდექსი ექვსი ძირითადი ვალუტის კალათასთან მიმართებით 1,52%–ით გაიზარდა 104,94–მდე.

ევრომ 1,66%–ით დაიხია უკან, გირვანქა სტერლინგი კი 1,27%–ით შემცირდა $1,2876–მდე. იაპონური იენა 1,46%–ით გაიაფდა – 153,81–მდე.

ბიტკოინმა კი 7,93%–ით მოიმატა და მისი ფასი ამ დროისთვის $74 638–ს შეადგენს. მანამდე ვაჭრობაზე ეტალონურმა კრიპტოვალუტამ რეკორდულ $75 120–იან ნიშნულსაც კი მიაღწია. ეთერიუმმაც მოიმატა ფასში 7,3%–ით – $2 591,5–მდე.