თბილისი (GBC) – თურქეთის ქალაქ ბოლუში სათხილამურო კურორტზე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66–მდე გაიზარდა. TRT Haber–ის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა ალი ევრიკაიამ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, 51 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

მინისტრის თქმით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

თურქული გამოცემა იუწყება, რომ სასტუმრო 12–სართულიანი იყო და ხანძრის გაჩენის მომენტში შენობაში 238 ადამიანი იმყოფებოდა.