GE EN
სხვა სიახლეები
სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქრო ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 35 162,7 ლარი შეადგინა.კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო სამართალდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში: 16 210,7 განესაზღვრათ.

1736930801

ფიშერი: სევდიანი დღეა საქართველოში - პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა...

„სამწუხარო დღე საქართველოში. ბოლო კვირებში ყველა შობის დღესასწაულზე სიყვარულისა და მშვიდობის, ახალ წელს ბედნიერების და სახელმწიფო დროშის დღეს ერთიანობის შესახებ საუბრობდა“, - წერს პიტერ ფიშერი.საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.გიორგი გახარიაზე თავდასხმის გარდა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.

1736929777

ომბუდსმენი გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმას გმობს

„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნეს ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში.14 იანვრის ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.

1736927759

GCCA-მ „აჭარა ჯგუფს" რესტორნის მენიუში ფასის სწორად ჩასაწერად 2 თვე მი...

GCCA-სა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა - საცნობარო (კვების) მენიუში შეიტანოს ცვლილება და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია საქონლის საბოლოო ფასის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება დამატებული ღირებულების გადასახადი და ყველა სხვა გადასახადი/ხარჯი, მათ შორის მომსახურების გადასახადი.GCCA-ის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების თანახმად, მოვაჭრეს განესაზღვრა 2 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

1736927677

როთი: შოკირებული ვარ გახარიაზე განხორციელებული ბრუტალური თავდასხმით

"მოვითხოვ, რომ დანაშაული გამოძიებული იყოს სწრაფად და დამნაშავე დაისაჯოს სათანადოდ. რეჟიმმა უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და არ ემუქრებოდეს მათ. გიორგი გახარიას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს როთი.პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ მის ლიდერზე, ექსპრემიერ გიორგი გახარიაზე 14 იანვრის ღამით მომხდარი თავდასხმა "ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული“.გახარიას პარტია 15 იანვარს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თავდასხმას უწოდებს „კოორდინირებულ, ჯგუფურ, სასტიკ თავდასხმას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის მიერ იყო ორკესტრირებული“.პარტია ითხოვს „დაუყოვნებლივ და სიღრმისეულ გამოძიებას ამ ორკესტრირებულ ძალადობრივ თავდასხმას ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და ითხოვს ყველა დამნაშავის სრულ პასუხისგებას“.„ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმა არის უხეში მცდელობა, დააშინონ ოპოზიცია და ჩაახშონ პროტესტი. ასეთი ქმედებები ვერასოდეს გააჩუმებს იმ ხმებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, - აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“. Statement by the “For Georgia” Party on Ivanishvili's Regime's Violent Group Attack Against ex PM Giorgi Gakharia #GeorgiaProtest #TerrorinGeorgia@SenMarcoRubio @mikercarpenter @JakeSullivan46 @michaelgwaltz @SenatorRisch @RepMikeTurner @SenatorShaheen @SecBlinken @usingeo… pic.twitter.com/oJgB1UDoni — Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 15, 2025 საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ამჟამად ოპოზიციური პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, 14 იანვრის ღამის ინციდენტის შედეგად ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.გიორგი გახარიას თქმით, ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები.ის წერს, რომ ბათუმში იმყოფებოდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მხარდასაჭერად. იგი 14 იანვარს ასევე იყო ბათუმის სასამართლოში, სადაც მხარი დაუჭირა მზია ამაღლობელს, გამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.შსს-ში აცხადებენ, რომ გახარიაზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

1736926513

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ქორიძეზე: შსს-ს მოვუწოდებთ დამნაშავეთა მთელ...

ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.„15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა – მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის – მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების – მოთხოვნა.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“ შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი“, – აცხადებს ქარტია.ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო. ზვიად ქორიძეს თვალის მახლობლად აქვს დაზიანება, რომლის გამოც კლინიკაში იმყოფებოდა.14 იანვარს, „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ბათუმის სასტუმრო „შერატონში” ფიზიკურად გაუსწორდნენ ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას. მას ექიმის ინფორმაციით, ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

1736925040