თბილისი (GBC) - შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" 2.7 მლნ ლარის ღირებულების ტენდერზე წინადადებების მიღება პარასკევს დასრულდა. 

ტენდერი მოიცავს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში გარე პერიმეტრის ღობის განათების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს.

ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და ერთადერთი კანდიდატია ,,შპს ელექტრონ დე’’. გამარჯვების შემთხვევაში 

პრეტენდენტს 2019 წლიდან, ტენდერის გამოცხადებამდე, შესრულებული უნდა ჰქონდეს ჯამურად არანაკლებ 3 მლნ ლარის ღირებულების გარე ელექტრომომარაგების სამუშაოები, მათ შორის ამავე პერიოდში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 0,4 კვ ძაბვის ელ. ქსელის მოწყობის, ელექტროსაინჟინრო-სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები 1  ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის ღირებულებაც შეადგენს არანაკლებ 1მლნ ლარს.

შპს ,,ელექტრონ დე’’ დაარსებულია 2016 წელს (100%-ის მფობელი ოთარ წაქაძე). ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანია ₾ 5 მლნ -მდე ღირებულების  16 ტენდერშია გამარჯვებული.

შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება კი 100%-ით სახელმწიფოს საკუთრებაა.