თბილისი (GBC) – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის საპროექტო მომსახურებისთვის 2.7 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას აცხადებს.

ტენდერში წინადადებების მიღება 19 ივლისს იწყება და 21 ივლისს 14:00 საათზე სრულდება.

ტექნიკური დავალება იხილეთ ბმულზე.

ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, პრეტენდენტს ბოლო 15 წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 ასაფრენ დასაფრენი ზოლის დაპროექტების გამოცდილება, აქედან მინიმუმ ერთი საერთაშორისო აეროდრომზე.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს არ აქვს საერთაშორისო აეროდრომზე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტების გამოცდილება, მას შეუძლია, საერთაშორისო აეროდრომზე ასაფრენ დასაფრენი ზოლის დაპროექტების გამოცდილების ნაცვლად შეივსოს აღნიშნული გამოცდილება ინჟინერ-სპეციალისტით, რომელსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ აქვს მინიმუმ ერთ საერთაშორისო აეროდრომზე ასაფრენ-დასაფრენი ზოლი დაპროექტებული. აღნიშნული არ ათავისუფლებს პრეტენდენტს იმ ვალდებულებისაგან, რომ წარმოადგინოს ბოლო 15 წლის განმავლობაში სულ მცირე 2 ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაპროექტების გამოცდილების დადასტურება.

პრეტენდეტს უნდა გააჩნდეს გეოლოგიური კვლევების ჩატარების გამოცდილება, შესრულებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 10 გეოლოგიური კვლევა, ასევე გააჩნდეს სპეციალური ლაბორატორია.