თბილისი (GBC) - მიმდინარე საბაზო მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.2%-ის ფარგლებში იქნება, - სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების წარდგენისას განაცხადა, რომ
მიუხედავად ბოლო წლების ძლიერი საგარეო ეკონომიკური შოკებისა, საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალი ნარჩუნდება. 2023 წლიდან მცირდება და 20 თვის განმავლობაში მიზნობრივზე დაბალია. 2024 წლის ნოემბერში ინფლაციამ 1.3% შეადგინა.
ნათია თურნავას თქმით, 2023 -ის მაისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მცირდება, ჯამურად 3%პ-ით დაიკლო, 8%-მდე. სებ-ს ბაზრის მოლოდინით, მოახლოებულ სხდომაზე რეფინანსირების აღნიშნული განაკვეთი შენარჩუნდება.
სების მპკ პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს ყოველწლიურად აუშავებს,შემდეგი სამი წლისთვის და პარლამენტი ამტკიცებს.
დოკუმენტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაში იყენებს.