თბილისი (GBC) - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი პირია დაკავებული აქციაზე.
„ამ დროისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე 577070563, შემოვიდა ინფორმაცია 12 დაკავებულის შესახებ. ადვოკატები მათი ადგილსამყოფლის დადგენას ცდილობენ, არავის დავტოვებთ ადვოკატის დახმარების გარეშე“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ცნობით, დააკავეს კოალიციის წევრი და რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, მანუჩარ ჩაჩანიძე, ასევე, საბა ცხვიტარიძე, რეზი დუმბაძე, მათივე განცხადებით, დაშავდა „ახლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკა კვიტატიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, დაკავებულია მათი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ნათია ძიძიგური.
„მთავარი არხის” ინფორმაციით, აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ოპერატორი, სერგი ბარამიძე გაათავისუფლეს.