თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2Q2024-ში საქართველოდან ექსპორტზე $13,1 მლნ–ის თხილი გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - $8,3 მლნ–ის. შედარებისთვის, აღნიშნული პროდუქტის ექსპორტი საანგარიშო პერიოდში $4 809 280 მლნ-ით, პროცენტულად კი 57.9%–ით არის გაზრდილი.
2024 წელს თხილის TOP3 საექსპორტო ქვეყანაა:
- ესპანეთი - $2 609 080;
- პოლონეთი - $1 267 510;
- ლიბანი - $1 145 760.
განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა ახალ ან ხმელ ნაჭუჭგაცლილ კაკალზე და თხილზე, რომლის ექსპორტმაც 2024 წლის მე-2 კვარტალში თითქმის $13 მლნ შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, 2024 წელის მე-2 კვარტალში ქვეყანაში $134 440-ის თხილი შემოვიდა, ხოლო 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - $919 590-ის ღირებულების. შესაბამისად, თხილის იმპორტი 92%–ით არის შემცირებული.