თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) $21,1 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.6%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი $6 მლრდ–ზე მეტი იყო (გაიზარდა 7.9%-ით), ხოლო იმპორტი $15 მლრდ–ს აჭარბებდა (გაიზარდა 6.1%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში $9 მლრდ–ს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43%-ია.