თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში $27 584 230 მლნ-ის ღირებულების შოკოლადი შემოვიდა, რომლის საერთო მოცულობამ 7 451,5 ტონა შეადგინა, განსხვავებით 2023 წლის ანალოგიური პერიოდისა, როდესაც შოკოლადის იმპორტი იყო $26 182 590 მლნ, რამაც საერთო ჯამში 7 373,19 ტონა შეადგინა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი საანგარიშო პერიოდში თითქმის 1 401 640 მლნ-ით, 5.3%-ით არის გაზრდილი. 

საქსტატის მონაცემებით, განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა შოკოლადის და კაკაოს შემცველი მზა კვების პროდუქტებზე, რომელიც 2024 წლის მე-2 კვარტალში ქვეყანაში $9 722 050 მლნ-ად შემოვიდა.

2024 წლის შოკოლადის საიმპორტო TOP5 ქვეყანაა:

  • რუსეთი - $8 660 460;
  • უკრაინა - $4 644 810;
  • თურქეთი - $3 336 820;
  • ბელგია - $2 130 960;
  • პოლონეთი - 1 759 870.

რაც შეეხება ექსპორტს, 2024 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან გავიდა $2 402 580-ის შოკოლადი, ხოლო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში $1 062 640 მლნ ღირებულების შოკოლადი.