თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში ყავა, ჩაი და კაკაოს საცალო ფასი 1.3%-ით გაიზარდა და ერთ-ერთი ყველაზე მეტად გაზრდილი ფასების კატეგორიაში მოხვდა. 2024 წელის მე-2 კვარტალში ქვეყანაში სულ $8 979 430-ის ყავა შემოვიდა, 2023 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $1 499 400-ით მეტი. მაშინ, როდესაც 2023 წლის მე-2 კვარტალში ყავის იმპორტი $7 480 030-ს შეადგენდა. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი საანგარიშო პერიოდში თითქმის 20%–ით არის გაზრდილი. 

2024 წლის ყავის საიმპორტო TOP სამი ქვეყანაა:

  • ინდონეზია - $1 904 590
  • ვიეტნამი - $1 747 140
  • რუსეთი - $1 500 870

საინტერესოა, რომ პანდემიამდელ 2019 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით ($4 928 510-ის ყავა შემოვიდა), 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ყავის იმპორტი თითქმის გაორმაგებულია.

2024 წელის მე-2 კვარტალში იმპორტზე ყველაზე მეტი მოუხალავი ყავა კოფეინით შემოვიდა, რამაც საერთო ჯამში $4 434 190 შეადგინა. ასევე დიდი იყო მოთხოვნა მოხალულ ყავა კოფეინზე, რომელიც საქართველოში $4 357 260-ად შემოვიდა.

ექსპორტს რაც შეეხება, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მე-2 კვარტალში ქვეყნიდან სულ $162 880 ყავა გავიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი $212 240-ის ყავა. 

პანდემიამდელ 2019 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე $26 690-ის ყავა გავიდა.