თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ტირანაში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე გამართა, რომელშიც 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი პრაღაში უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა. ამიტომ ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული იქნება – გამარჯვებული ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამს.
ალბანეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ვილი სანიოლი: „ალბანეთის ნაკრებმა, ისევე როგორც ჩვენ, ევროპის ჩემპიონატზე თავი კარგად წარმოაჩინავიცით, რომ ძალიან ძლიერ გუნდს ვხვდებით. სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იქნება და რთულ გარემოში მოგვიწევს თამაში. ეს ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაა, რომ ფხიზლად ითამაშონ.
ორი წლის წინ ალბანეთთან ამხანაგური მატჩი ფრედ (0:0) დავასრულეთ და მეტოქე კარგად შევისწავლეთ. შევეცდებით, რომ ისეთი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ისევე კონცენტრირებულად ვითამაშოთ, როგორც თბილისში ჩეხეთის ნაკრებთან მოვახერხეთ“.
ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: „ამ ჯგუფში ყველაფერია მოსალოდნელი. უკრაინა და ჩეხეთი ძალიან ძლიერი გუნდებია, ხოლო საქართველო თუ ჯერ არ გინახავთ, ის კარგად მომზადებული, ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი ნაკრებია. მათ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელმაც ბევრი იშრომა.
საქართველოს ნაკრებს, კვარაცხელიას გარდა, უმაღლესი დონის კიდევ 4-5 შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთა გვარების გამოთქმა მიჭირს და არ დავასახელებ. ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ, ამავე დროს ძალიან ტექნიკურები არიან. მათ წინააღმდეგ თამაში სასიამოვნოა. ჩვენც გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ამ დონეზე ასპარეზობას მომავალში შეძლებენ“, – განაცხადა სილვინიომ.
გიორგი მამარდაშვილი: „სტუმრად თამაში იოლი არასოდეს არის და ალბანეთთანაც რთულ შეხვედრას ველით. ვიცით, რომ თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა და ტრიბუნები სავსე იქნება. თუმცა ჩვენ წარმატების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ.
საქართველოს ნაკრების კარის მშრალად შენახვა პირველად სწორედ ალბანეთში მოვახერხე. მაშინ ევროპული კარიერა ახალი დაწყებული მქონდა. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინე. იმედია, რომ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩეხეთთან, გავიმარჯვებთ და ამ სტადიონიდან კარგი მოგონებები დამრჩება“.
ალბანეთის ნაკრების ნახევარმცველი: „ორივე გუნდმა ერთა ლიგა გამარჯვებით დავიწყეთ, ქართველებმა ჩეხეთთან დიდი ანგარიშით მოიგეს. გვიხარია, რომ ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყველა ბილეთები გაიყიდა და გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე ვითამაშებთ.
საქართველო მზარდი გუნდია. ეს ჩვენ კარგად ვიცით და ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. უკრაინასთან მატჩი უკვე დავივიწყეთ და ახლა საქართველოსთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. ყველამ ვიცით, მოსაგებად რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება და გულშემატკივრის გახარებაა.
გუნდში ჩემი დებიუტიდან ორი წელი გავიდა. 2024 წელი ალბანელიებისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჩვენ კარგად ვიმუშავეთ და ალბანეთის ნაკრების დონე საგრძნობლად ავწიეთ. თუმცა კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია.
ძლიერ ჯგუფში ვართ. მაგალითად, საქართველო ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ჩეხეთიც სერიოზული გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლაა. ალბანეთის ნაკრებში უფრო თავისუფალი ვარ, ვიდრე „ინტერში“, რადგან წინ ვთამაშობ და საგოლე მომენტების შექმნა შემიძლია. კართან თამაში უფრო ადვილია. იმედი მაქვს, ხვალ ქომაგი ბევრ გოლს იხილავს.
საქართველოს ნაკრები იზრდება და ეს ევროპის ჩემპიონატზეც ვნახეთ, სადაც ძალიან კარგად გამოვიდა. კვარაცხელია კი ძალიან ძლიერი მოთამაშეა და „ნაპოლიში“ გამოირჩევა. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ და ფრთხილად ვიქნებით“, – განაცხადა კრისტიან ასლანმა.
1tv.ge